ხარისხიანი განათლება

სახალისო გაკვეთილები

სასიამოვნო გარემო

მზრუნველი ტრენერები

დარეგისტრირდით

რეგისტრაცია ღიაა 15 თებერვლიდან.

ინგლისური ენის შესწავლა ჩვენს სკოლაში გონიერი ინვესტიციაა თქვენს მომავალში. ჩვენ გპირდებით, რომ უმოკლეს დროში ხარიასხიანად დაეუფლებით ინგლისურს.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სკოლაში

Exclusive International არის კერძო, ინგლისური ენის სკოლა, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს და დაკომპლექტებულია მხოლოდ სერტიფიცირებული ინგლისურენოვანი ტრენერების მიერ. სკოლის მიზანია, შექმნას იმავე დონის სწავლების ხარისხი, რომელიც წარმოდგენილია ინგლისურენოვან ქვეყნებში. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ აქვს საკმარისი საშუალება იმისთვის რომ უზრუნველყოს კურსები საზრვარგარეთ, ჩვენ შევთავაზებთ ანალოგიური დონის და ხარისხის ინგლისური ენის მრავალფეროვან კურსებს გაცილებით ნაკლებ ფასად.

ყველა ჩვენი ტრენერი ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს როგორიცაა CELTA და DELTA. CELTA/DELTA პროგრამები რეგულირდება მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტის, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ.

ჩვენი ტრენერები ითვალისწინებენ სწავლების სხვადასხვა სტილს და მსმენელებს ინდივიდუალურად უდგებიან. მათი საბოლოო მიზანი თქვენი პოტენციალის გაფართოებაა, ისინი იყენებენ შესაბამის სტრატეგიებს თქვენი სუსტი მხარების გამოსწორებისა და აღმოფხვრისთვის.

კვალიფიციური უცხოელი ტრენერები.

ჩვენი კვალიფიციური ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი ტრენერები საგულდაგულოდ არიან შერჩეულები გამოცდილების, კვალიფიკაციის და ენთუზიაზმის მიხედვით.

ინგლისური ენის კურსების მრავალფეროვანი არჩევანი

ჩვენ გთავაზობთ, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და დონეზე მორგებულ, ინგლისური ენის მრავალფეროვან კურსებს.

მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა

მომხმარებლების კმაყოფილება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა ჩვენთვის. შესაბამისად მომსახურებას მაღალ დონეზე ვუზრუნველვყოფთ.

თანამედროვე ტექნოლოგიები

ჩვენი საკლასო ოთახები აღჭურვილია ინტერაქტიული პროექტორები, რაც ხელს უწყობს მსმენელთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში..

სკოლის შესახებ

Exclusive International

ქალაქის ცენტრში მდებარე ჩვენს სკოლას აქვს მოსახერხებელი მდებარეობა ყველა ლოკაციიდან. სკოლაში ხელმისაწვდომია უფასო Wi-Fi . სკოლის ტრენერები და თანამშრომლები მუდამ მზად არიან უპასუხონ თქვენს მიერ დასმულ კითხვებს და მოგაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია სკოლაში ინგლისური ენის შესწავლასთან დაკავშირებით.

Exclusive International წარმოადგენს ICEF – ის პარტნიორ სააგენტოს. სკოლა რეგულარულად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და გთავაზობთ საზღვარგარეთ სწავლის სხვადასხვა პროგრამას.

Exclusive International აწყობს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის სესიებს ორი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ბანაკში მიიღებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ბავშვები და მოზარდები.

საზაფხულო ბანაკი

Exclusive International- ის საზაფხულო ბანაკი წარმოადგენს საერთაშორისო ბანაკს, რომელიც საქართველოს კურორტზე მდებარეობს. გაიგეთ მეტი

სწავლა საზღვარგარეთ

Exclusive International გთავაზობთ საზღვარგარეთ სწავლის სხვადასხვა პროგრამას ინგლისურენოვან ქვეყნებში. გაიგეთ მეტი

კორპორატიული კლიენტები

Exclusive International უზრუნველყოფს კომპანიების, არასამთავრობოების და საჯარო ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს. გაიგეთ მეტი

საზღვარგარეთ სწავლის პროგრამები